logo_geo
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 17:20

 

კახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი - მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი