logo_geo
იტალიაში ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
- +

3 თებერვალი. 2020. 01:12

 

 

 

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილები პოლიციამ ქალაქ მოდუნოს ცენტრში მდებარე მიტოვებულ შენობაში აიყვანა.

 

სამართალდამცავები მისამართზე ჩხრეკის მიზნით მივიდნენ, რა დროსაც 42 წლის მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ სახურავზე დააკავა.

 

გამოძიებამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის ტელეფონი, ძვირფასი საათი და ფული. სამართალდამცავების ცნობით, ნივთები რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სახლიდან არის გატანილი. სპეცოპერაციის დროს დააკავეს 44 წლის ქალიც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი