logo_geo
ირაკლი შოთაძე: უნდა ვიმსჯელოთ არასრულწოვანი ბრალდებულების საპატიმრო ვადის გაგრძელებაზე
- +

4 თებერვალი. 2020. 15:32

 

 

„მიმაჩნია, რომ უნდა ვიმსჯელოთ არასრულწოვანი ბრალდებულების საპატიმრო ვადის 40 დღის გაგრძელების შესაძლებლობაზე“, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს შესაძლებლობა მხოლოდ წაადგება სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.

 

„მიმაჩნია, რომ უნდა ვიმსჯელოთ არასრულწოვანი ბრალდებულების საპატიმრო ვადის 40 დღის გაგრძელების შესაძლებლობაზე. აღნიშნული ვადის ერთჯერადად გაგრძელების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ ერთჯერადად დაშვებული უნდა იყოს განსაკუთრებით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თან თუ არსებობს საგამოძიებო ვადის გაგრძელების დასაბუთებული აუცილებელობა. ეს შესაძლებლობა მხოლოდ წაადგება სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, არის პრაქტიკაში შემთხვევები, როცა 40-დღიანი საპატიმრო ვადა არ არის საკმარისი ყველა საჭირო საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“, - განაცხადა შოთაძემ.

 

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს.

 

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. მან მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა.

 

ცნობისთვის, კონკურსში ამ დროისათვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

 

 

big_banner
არქივი