logo_geo
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
- +

10 თებერვალი. 2020. 16:20

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ ჭითაწყარში, 12 020 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

big_banner
არქივი