logo_geo
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს
- +

11 თებერვალი. 2020. 23:02

 

 

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, სადაც 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.

 

ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

 

ქართველი წყალბურთელები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქე ბრაზილიის, კანადის, მონტენეგროს და საბერძნეთის გუნდები იქნებიაბ. კიდევ ერთი ნაკრები კი ჯგუფს აზიის ზონიდან დაემატება. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირს 22-29 მარტს ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი