logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, მიუღებელია!
- +

12 მარტი. 2017. 04:30


 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული 6 პირი მან უკვე გაათავისუფლა, თუმცა მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.


„მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე ვითარებაში. გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგებიან. ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას. ყველა ის პირი, ვინც თავს კანონზე მაღლა აყენებს დაისჯება. ჩვენ ყველანი კანონის წინაშე თანასწორნი ვართ და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


​შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ბათუმში მიემგზავრება და იქ შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.


 

big_banner
არქივი