logo_geo
თელავში მცხოვრებ ქალს ოქროს კბილები მოპარეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
- +

21 სექტემბერი. 2020. 21:38

 

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ქალი ირწმუნება, რომ საცხოვრებელი სახლიდან ოქროს კბილები მოპარეს.

 

მისი თქმით, შემთხვევა, 21 სექტემბერს, დილით მოხდა.

 

დაზარალებული ყვება, რომ სახლიდან ფულთან ერთად ბალიშის ქვეშ შენახული ოქროს კბილებია წაღებული.

 

სახლის მესაკუთრე, მარტოხელა ქალია, რომელიც მისი თქმით, შემთხვევის დროს რთველში იმყოფებოდა.

 

შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები, საგამოძიებო მოქმედებებს, ამ დრომდე ატარებენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

წყარო : wyaro
big_banner
არქივი