logo_geo
სამართალდამცველებმა თბილისში მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს
- +

10 ოქტომბერი. 2020. 20:14

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს.

სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია „გლოვოს“ თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ აგროჰაბში“ შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი, მოპედი ადგილზე აღარ დახვდა.

შ.გ.-თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა.

პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლის მესამე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი