ამსტერდამში, შიპჰოლის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცველები ავრცელებენ.
უწყების ცნობის, 32 წლის კაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის შიპჰოლში საქართველოდან ჩავიდა და ტრანზიტით მალტაზე მიემართებოდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას თან წერილი ჰქონდა იმის შესახებ, რომ კაცს კორონავირუსი აქვს.
მგზავრი დააკავეს და კარანტინში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.