logo_geo
„იფიქრეს, არ ჩაგვიშვას პოლიციაშიო და ამის გამო ჩამოახრჩვეს“ - ახალი დეტალები დემურ სტურუას საქმეში
- +

4 აპრილი. 2017. 15:16



გარდაცვლილი დემურ სტრუას საქმის ძიება ისევ გრძელდება. გარდაცვლილის დედის, ნონა ჯოჯუას განცხადებით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს და რეალური დამნაშავეები დაუსჯელები დადიან.


ჯოჯუა განმარტავს, რომ მის შვილს საჯავახოს მაცხოვრებლებთან, რომლებმაც სტურუა გარდაცვლილის ტელეფონის ქურდობის გამო სცემეს, პრობლემები ჰქონდა.


ნონა ჯოჯუა „აიპრესთან" აღნიშნავს, რომ სწორედ საჯავახოს ბიჭებმა დააწერინეს წერილი დემურ სტურუას და შემდეგ მოკლეს.


საჯავახოს ბიჭებმა დემური გარდაცვლილი ბიჭის ტელეფონის მოპარვის გა სცემეს. ამის შემდეგ დემური გოდერძი თევზაძესთან წავიდა იმის სათქმელად, რომ პრობლემა მაქვს საჯავახოშიო და დახმარება სთხოვა მას. ყველაფერი 7 აგვისტოს მოხდა. ეს გაგებული აქვთ საჯავახოს ბიჭებს, რომლებმაც სცემეს დემური. იფიქრეს არ ჩაგვიშვას პოლიციაშიო და ამის გამო ჩამოკიდეს.

 

ბევრი ეჭვი მქონდა და ახლაც მაქვს ეს ეჭვები. არ მინდა, უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, როცა ჩემი შვლის მკვლელი გარეთ დადის. ჩემმა შვილმა თავი რომ ჩამოიხრჩო, ეს ბიჭები საიდან გაჩნდნენ საჯავახოდან აქ? როცა დაფნარშიც არ ჰქონდა ხალხს დემურის ამბავი გაგებული, საიდან გაჩნდნენ მაშინვე ადგილზე?"- განმარტა ჯოჯუამ.


ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში სამტრედიის სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და სიკვდილის წინ წერილი დატოვა. თვითმკვლელობამდე მიყვანაში, რაიონული პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა. თევზაძე დღემდე პატიმრობაშია და გამოძიება მიმდინარეობს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი