logo_geo
ვახტანგ გომელაური: მოსმენებზე შექმნილი ახალი სააგენტოს უფროსად არც ერთი ჩემი მოადგილე არ ინიშნება
- +

8 აპრილი. 2017. 15:29



სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ფარულ საგამოძიებო ქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ ახალ სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არც ერთი მოადგილე, მათ შორის არც ალექსანდრე ტაბატაძე უხელმძღვანელებს.


ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება ახალი სააგენტოს უფროსი. სამი კანდიდატურა უნდა შევარჩიოთ, შემდეგ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ის ერთი პირი, რომელიც  სააგენტოს უხელმძღვანელებს, შემდეგ წარედგინება პრემიერს. ჯერ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, პირდაპირ გეტყვით, ალეკო ტაბატაძე არ მოიაზრება ამ თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მონახაზში არის რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ გვარებს. ჩემი არც ერთი მოადგილე არ იქნება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




 

big_banner
არქივი