logo_geo
იტალიაში 55 ქართველი დააკავეს
- +

10 თებერვალი. 2021. 11:03

 

 

55 ქართველი დააკავა იტალიის პოლიციამ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქართველებისა და უკრაინელების ორი დაჯგუფება გამოავლინეს.

 

სულ დაკავებულია 62 პირი, მათი უმრავლესობა ქართველია. იტალიური მედია წერს, რომ კრიმინალური დაჯგუფება ძირითადად ქალაქ რეჯო-ემილიაში მოქმედებდა. ისინი ბინებს „ქართული მეთოდით“ ქურდავდნენ და კარის საკეტებს სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით კვალის დატოვების გარეშე ტეხდნენ.

 

მოპარული ნივთების დიდი ნაწილი მეორე კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკრაინაში იგზავნებოდა. იტალიის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი