logo_geo
უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ განხორციელებული დაკავებები
- +

13 აპრილი. 2017. 14:04


 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც პარლამენტის სამ კომიტეტში დღეს განიხილავენ, ნათქვამია, რომ 2016 წელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 134, აფხაზეთის მიმართულებით კი 193 ადამიანი დააკავეს.


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთის მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების რაოდენობა ჯამური ციფრის დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს.

 

„უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით განხორციელებული დაკავებები. 2016 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით აღნიშნული უკანონო ბრალდებით 134 ადამიანია დაკავებული, რომელთაგან 132 გათავისუფლდა (ერთი პირი გათავისუფლდა 2017 წელს, ხოლო ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაშია). ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სუს-ის მიერ 193 უკანონო დაკავება იქნა რეგისტრირებული (ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების რაოდენობა ჯამური ციფრის დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს). უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებია", - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

 

 


 

 



 

big_banner
არქივი