logo_geo
სტამბოლში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს
- +

23 მარტი. 2021. 13:58

 

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სტამბოლის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ბინაში, სადაც საქართველოს მოქალაქე და პაკისტანელი მამაკაცი ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი შეიჭრა.

 

საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან გაიქცნენ. ამჟამად პოლიცია ოპერაციას ატარებს თავდამსხმელების დასაკავებლად.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი