logo_geo
7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

30 აპრილი. 2021. 16:02

 

 

7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სავარაუდოდ მომხდარი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე ორი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული პირი ახორციელებდა ძალადობას.

 

ოჯახის ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, აღნიშნულ თემაზე ოჯახს საუბარი არ სურს.

 

 

big_banner
არქივი