logo_geo
თბილისში, ნაძალადევის რაიონში სროლა იყო
- +

16 მაისი. 2021. 18:12

 

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილის მიმართულებით გახსნეს. ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სროლის ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი