logo_geo
ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნის შვილი აღმოჩნდა
- +

21 მაისი. 2021. 11:27

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ექს-პრეზიდენტის ვლადისლავ  არძინბას ძმისშვილის - ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნის შვილი აღმოჩნდა.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ბათალ ფილია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილია.

 

1992 წელს დაბადებული ბათალ ფილია 2019 წელს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იყო დაკავებული, ასევე მას ნარკოდანაშაულსაც ედავებოდნენ.

 

მისი დაკავება მიმდინარე წლის თებერვალში, იარაღის გამო მოხდა,  თუმცა, ის ყველა ჯერზე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

 

 

big_banner
არქივი