logo_geo
ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებს: ესებუას საქმე სახუმარო თემა არ არის
- +

23 ივნისი. 2021. 13:20

 

„ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესებუაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, შსს-ს ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

 

„ყველაზე ძალიან ვისაც ამ ადამიანის დაკავება უნდა, ეს შს სამინისტროა. რატომ ჰგონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა ან ხელს ვუწყობთ და ვმალავთ, არ ვიცი. ვმუშაობთ ამ თემაზე. ის საქართველოში იმყოფება, მას ქვეყანა არ დაუტოვებია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. ესებუას წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

big_banner
არქივი