logo_geo
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს
- +

11 ივლისი. 2021. 02:38

 

 

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

 

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სენაკში, კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

 

რა გახდა დაჭრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი