logo_geo
ბათუმში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა კორპუსიდან გადახტა
- +

22 ივლისი. 2021. 15:25

 

 

ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გადახტა.

 

ვარდნისას მას დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მაინც გადაიყვანა, მას სავარაუდოდ თვითდაზიანებები აქვს მიყენებული.

 

ახალგაზრდა კაცი კლინიკაში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

ცნობისთვის,მკვლელობა ბათუმის ძველ ბულვარში გვიან ღამით მოხდა. 20 წლის ახალგაზრდამ 60 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა. მოკლული ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელი იყო.

 

 

right_banner big_banner
არქივი