logo_geo
ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- +

6 აგვისტო. 2021. 13:18

 

 

ქობულეთში 14 წლის შვილიშვილზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

 

დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა, სასამართლომ კი გარდაცვლილი გოგოს ბაბუა 126 -ე მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა 13 თებერვალს შეეფარდა.

 

 

big_banner
არქივი