logo_geo
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთი ადამიანი დაჭრეს
- +

9 აგვისტო. 2021. 12:51

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში თანასოფლელებს შორის კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.

 

ადგილობრივების თქმით, მხარეები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

 

დაჭრილი გურჯაანის სავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. რა გახდა დაპირისპირების მოტივი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

right_banner big_banner
არქივი