logo_geo
ბესიკ წერედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილიყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა შევუშალოთ ხელი სააკაშვილის გადაყვანას ციხის საავადმყოფოში
- +

29 ოქტომბერი. 2021. 20:20

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანი, რომლის სახელიც სუსის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, არ გამორიცხავს, რომ ის პარტიის სხვა აქტივისტებთან ერთად მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ უნდა შეეშალათ ხელი სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას.

 

„პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში თითქმის ყოველდღე ვიკრიბებით. ციხესთან გასვლები, სტიკერები, დროშები - ცხადია, ამ ყველაფრის ორგანიზება ერთმანეთთან შეხვედრებს ითხოვს. ამ შეხვედრების დროს ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე. სუსის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ხმა ნამდვილად ჩემია, მაგრამ ფრაზები სხვადასხვა დროს მომხდარი საუბრებიდან არის ამოღებული. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის ერთ-ერთი იყოს გაკეთებული ბიბლიოთეკაში. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილიყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ამ ადამიანის გადაყვანას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და მე, ბესო წერედიანს, შემიძლია 18 წლის ბავშვებთან დავგეგმო სახელმწიფო გადატრიალება, ესე იგი გადასატრიალებელია“, - ამბობს ბესიკ წერედიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი