logo_geo
3 თვის განმავლობაში, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 66 ადამიანი ემსხვერპლა
- +

23 ნოემბერი. 2021. 16:21

 

 

 

2021 წლის მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი), საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 66 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ სტატისტიკაში წერია.

 

1 269 შემთხვევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის, პირველ ადგილზე შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა სახელდება.

 

45 შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაა. 64 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი