2021 წლის მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი), საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 66 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ სტატისტიკაში წერია.
1 269 შემთხვევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის, პირველ ადგილზე შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა სახელდება.
45 შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაა. 64 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.