logo_geo
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს
- +

2 დეკემბერი. 2021. 10:58

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს.

 

პენიტენციური სამსახურის მანქანა ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან დედაქალაქის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია თანხების გაფლანგვის საქმეშია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

 

ამ საქმემ შესაძლოა სააკაშვილის პატიმრობის ვადა გაახანგრძლივოს. ამ დანაშაულს ამნისტია არ შეეხება. საუბარია 2009 წლის 01 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე ჩადენილ ქმედებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გრიფით საიდუმლო დოკუმენტით დამალა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება 2014 წლის 13 აგვისტოს წარედგინა. დამტკიცების შემთხვევაში, ეს დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

 

big_banner
არქივი