logo_geo
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- +

7 დეკემბერი. 2021. 11:24

 

„შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

„სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.

 

შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“). ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი