logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30%-დან გაზრდილია 47%-მდე
- +

18 დეკემბერი. 2021. 13:43

 

„2021 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30%-დან გაზრდილია 47%-მდე,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს.

 

„რაც შეეხება პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს გაწეული საქმიანობისთვის. პოლიციის მიმართულებით ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამერიკული  ორგანიზაცია "Gallup" -ის ინდექსის მიხედვით, საქართველომ გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიციის დამსახურებაა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში და აშ.. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი  გაზრდილია 47%-მდე 30%-დან. ბატონ ვახტანგს აქვს გეგმები, რომ განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაუმჯობესდება საპოლიციო სერვისები, მათ შორის მოსახლეობისთვის გაიზრდება ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ერთიანი მომსახურების ცენტრები მოეწყობა ბათუმში, ქუთაისსა  და თელავში.  ასევე, მოხდება ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი