logo_geo
ფოთის ყოფილ მერს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

26 დეკემბერი. 2021. 13:46

 

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

 

ირაკლი კაკულიას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის აღებას, თაღლითობაში დახმარებას, თანხის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე ეხება ფოთში სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

გადაწყვეტილების დასაბუთება მხარეებს ორი კვირის ვადაში ჩაბარდება.

 

ირაკლი კაკულიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა და აუცილებლად გასაჩივრდება.

 

ასევე პატიმრობა მიესაჯათ ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებსაც.

 

 

big_banner
არქივი