logo_geo
ნაგავსაყრელიდან ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს
- +

29 დეკემბერი. 2021. 11:05

 

ნაგავსაყრელიდან მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები თანხის სანაცვლოდ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელიდან გასანადგურებლად განკუთვნილ პროდუქციას ყიდდნენ.

 

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 000 კილოგრამზე მეტი ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი ამოიღეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი