ნაგავსაყრელიდან მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები თანხის სანაცვლოდ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელიდან გასანადგურებლად განკუთვნილ პროდუქციას ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 000 კილოგრამზე მეტი ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი ამოიღეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.