logo_geo
საფრანგეთში 25 წლის ქართველი მოკლეს
- +

11 იანვარი. 2022. 11:38

 

დააკავეს თუ არა საფრანგეთში 25 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე ბრალდებული. გარდაცვლილის ოჯახი ამ დრომდე ინფორმაციას არ ფლობს.

 

შემთხვევა ქალაქ მარსელში 7 იანვარს მოხდა. გარდაცვლილი ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრი, 25 წლის ალექსი გოგუაა.

 

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ მოქალაქესთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.

 

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი