წყალტუბოში ერთ ღამეში 35 ავტომობილს ჯერ მინები ჩაუმსხვრიეს, შემდეგ კი გაძარცვეს.
დამნაშავეებმა აუდიომოწყობილობები და სხვა ნივთები ამოიღეს. რამდენიმე ავტომობილიდან წაღებულია თანხაც.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.