logo_geo
საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
- +

28 იანვარი. 2022. 15:20

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დაიკითხა სამი მოწმე, მფლობელი და გამქირავებლები იმ ავტომობილისა, რომელსაც ბრალდებულები იყენებდნენ. ალეკო ჭელიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა არა ჯგუფურად. რაც შეეხება გიორგი კველაძეს, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პროკურორი ჯგუფურ დანაშაულზე აკეთებს აქცენტს. მისი განცხადებით, ბრალდებულების საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვთ მოპოვებული.

 

„მოწმეებმა დაადასტურეს, თუ როგორ მიაქირავეს ავტომობილი ბრალდებულებს, დაადასტურეს მათი ვინაობა, სასამართლოს სხდომის დარბაზში ამოიცნეს ერთ-ერთი ბრალდებული და მიუთითეს მასზე, რომ მან იქირავა ავტომობილი. ასევე მათ პირად ტელეფონში არსებული „GPRS“ მონაცემების დემონსტრირება, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რა მარშრუტით და მიმართულებებით გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები ნაქირავები ავტომობილით. ავტომობილში მომზადებული იყო საკვები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი“,- განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი