კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 68 წლის ქალი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით მოხდა.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით იგი თბილისში დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.