logo_geo
ადვოკატი როდნი სმოლა: ქალბატონი ნონა ცნობილია თავისი აგრესიული სტილით ჭადრაკში და ეს აგრესიული სტილი გამოვიყენეთ სასამართლოშიც
- +

31 იანვარი. 2022. 00:43

 

„შემიძლია ვთქვა, რომ „ნეტფლიქსი“ ცდილობდა, ბლეფზე წასულიყო და ერთგვარი ტრიუკი ეთამაშა, თუმცა ეს არ გამოუვიდა“, - ამის შესახებ , ქართულ-ამერიკული ადვოკატთა გუნდის, ამერიკელმა ადვოკატმა როდნი სმოლამ „იმედი LIVE“-ში ჩართვისას კალიფორნიის სასამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

 

ნონა გაფრინდაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

 

„ქალბატონი ნონა ცნობილია თავისი აგრესიული სტილით ჭადრაკში და ეს აგრესიული სტილი გამოვიყენეთ ჩვენ სასამართლოში. ძალიან ძლიერი თავდასხმა მივიტანეთ „ნეტფლიქსის“ მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტაციაზე. კიდევ ერთი ტერმინი რომ გამოვიყენო, შემიძლია ვთქვა, რომ „ნეტფლიქსი“ ცდილობდა, ბლეფზე წასულიყო და ერთგვარი ტრიუკი ეთამაშა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ყველა ის არგუმენტი, რომელიც „ნეტფლიქსმა“ წარადგინა სასამართლოზე თავის დასაცავად, მოსამართლემ უარყო და არ მიიღო“, - განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა.

 

28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. უფრო ზუსტად კი, სერიალში გაჟღერებულია ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაჰპირისპირებია. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება.

 

 

big_banner
არქივი