logo_geo
ბადრი გავაშელიშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნეს
- +

9 მარტი. 2022. 10:52

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. საქმე ეხება აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომელზეც ბრალდების მხარე უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილი​ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებას ედავებოდა.

 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უგულავა გაამართლა.

 

გიგი უგულავა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ ამ საქმეში ის სრულიად უდანაშაულოა. მისივე განმარტებით, მას აეროპორტში ორი ძიუდოისტი მიუგზავნეს.

 

შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებული იყო გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

 

 

big_banner
არქივი