logo_geo
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
- +

15 აპრილი. 2022. 10:54

 

 

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის მოლოდინია, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.

 

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, რამდენადაც ის მტკიცებულებები რაც წარადგინა ბრალდების მხარემ უტყუარად ადასტურებს როგორც კამილაძის, ისე ჭელიძისთვის შერაცხილ ბრალდებას. შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ განაჩენი იქნება გამამტყუნებელი განზრახ მკვლელობის ჩადენაში, თანაამსულებლობით ჯგუფურად“, - განაცხადა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

 

წინა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, საბოლოო სიტყვით კი ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთმა, გიორგი კავილაძემ ისარგებლა. წინა სასამართლო პროცესს კვარაცხელიას დედა პირველად ესწრებოდა.

 

 

big_banner
არქივი