logo_geo
პროკურატურამ მარტვილის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

24 აპრილი. 2022. 21:51

 

 

საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის  სოფელ ხუმწში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის” მარკის  ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის” მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა.  ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

 

 

big_banner
არქივი