„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.
„აბა თქვენ იცით! დარჩით „მთავარზე“ და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს გვარამია.