logo_geo
სასამართლომ ბიზსნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
- +

2 ივნისი. 2022. 20:18

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე კოტე ჭილაიამპროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურის განმარტებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების პარალელურად გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების და გადასახადებზე თავის არიდებს.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მათ მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებას ბიზნესინტერესებს უკავშირებენ.

წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს 14;00 საათზე ჩაინიშნა.

 

 

big_banner
არქივი