logo_geo
ზუგდიდში შვილების თანდასწრებით ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს
- +

8 ივლისი. 2022. 23:12

 

 

ზუგდიდში შვილების თანდასწრებით ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი დანით ხელში და მუქარებით ქალს მისდევდა, თუმცა სამართალდამცავებმა მამაკაცი ადგილზევე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა.

 

მამაკაცი ამჟამად გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, დაზარალებული ქალი კი დაკითხვაზე იმყოფება.

 

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

big_banner
არქივი