logo_geo
პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სხვადასხვა მუხლით ბრალდება რვა პირს წარუდგინა
- +

30 ივლისი. 2022. 18:39

 

 

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. - დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამართალდამცველებმა რვა პირიმათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
პროკურატურამ ..- ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით (განზრახ მკვლელობადა 239- მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობაჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერდანის გამოყენებითწარუდგინარაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხუთ პირს ბრალდება 239- მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (ხულიგნობაჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერწარედგინარაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებსხოლო ორ პირს ბრალდება 370- მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებადა 376- მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაწარედგინარაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავსშინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს მირიან კუკავას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამოპროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებსმნიშვნელოვანიარომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და მართლმსაჯულება აღსრულდეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მკვლელობა ცხვარიჭამიაში 28 ივლისს მოხდა.

 

 

 

big_banner
არქივი