logo_geo
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია
- +

4 აგვისტო. 2022. 16:09

 

 

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.

 

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებების ნუსხა, რომელიც სრულად დაამტკიცა სასამართლომ. ბრალდებულის და დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.  ბუნებრივია, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველი სხდომა ჩაინიშნა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს“, - განუცხადა „პალიტრანიუსს“ პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ვაზისუბანში  1992 წელს დაბადებულმა გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი სახლში ცეცხლი გააჩინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედრებს ჭრილობები თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. შემთხვევა 27 აპრილს მოხდა.

 

 

 

big_banner
არქივი