logo_geo
ყვარელში თანასოფლელმა 45 წლის კაცი მოკლა
- +

2 სექტემბერი. 2022. 12:03

 

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მკვლელობა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით,  თანასოფლელმა 45 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

თვითმხილველების ცნობით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო

 

მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

 

მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

 

big_banner
არქივი