logo_geo
ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
- +

21 სექტემბერი. 2022. 12:00

ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ მძევლები უკვე გამოკითხა.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

big_banner
არქივი