logo_geo
ყოფილი მძევალი დეტალურად ჰყვება, როგორ შეიჭრა შეიარაღებული პირი ბანკში, რა ხდებოდა ადგილზე და როგორ გაათავისუფლა პოლიციამ ხალხი
- +

21 სექტემბერი. 2022. 13:43

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, ვანო ხეცურიანი გუშინ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან დეტალურად იხსენებს.

ყველაფერი ზურგჩანთით შემოიტანა, გარეთ ისროლა, შემოვიდა, კარი მიხურა, გაიძრო [მოსაცმელი], შევხედეთ რაც ეცვა, იარაღით ხელში იყო... ზურგჩანთიდან ამოიღო ხელყუმბარები, კედელზე მიამაგრა. თვითონ მომთხოვა, რომ „ლაივი“ ჩამერთო, გაიგოს ყველამო. როგორც კი შემოვიდა პოლიციის კორდონი, იმ წუთში გავედი გარეთ. ჩვენ პოლიციის ყველა მოქმედებას ვუყურებდით. კარი, რომლიდანაც შემოვიდნენ, ალბათ ძველი კარი იყო და ის კარი გახსნა პოლიციამ. ტუალეტი იყო იქ, რომელში გასვლასაც ხალხი ითხოვდა და მოდიოდნენ უკან, მაგრამ მერე ორი ბიჭი გავიდა, მერე ქალი გავიდა, მერე მესამე გოგო გავიდა, მეოთხე ქალი გავიდა და რომ აღარ დაბრუნდნენ, მერე დაეჭვდა და მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე“, - აცხადებს ყოფილი მძევალი.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. იმერეთის სამხარეო პოლიციაში კი, მძევლების გამოკითხვები დილიდან განახლდა.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

big_banner
არქივი