logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: შსს-მ სპეცოპერაცია ჩინებულად, მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩაატარა
- +

21 სექტემბერი. 2022. 15:26

გუშინდელი სპეცოპერაცია შსს-მ ჩაატარა ჩინებულად ჩაატარა, მაღალპროფესიონალურ დონეზე, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ყველა სამართალდამცავი უწყება მონდომებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი. პიროვნების იდენტიფიცირება რა თქმა უნდა მოხდა, მაშინვე გამჟღავნდა მისი სახელი და გვარი. დანარჩენ დეტალებს მე ვერ მოგახსენებთ“, - აცხადებს ლილუაშვილი.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. იმერეთის სამხარეო პოლიციაში კი, მძევლების გამოკითხვები დილიდან განახლდა.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

big_banner
არქივი