logo_geo
სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს
- +

17 ოქტომბერი. 2022. 17:15

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის  5 დანა აღმოაჩინეს.

 

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

 

big_banner
არქივი