logo_geo
ლენტეხის მერის სამუშაო კაბინეტს ესროლეს, შემდეგ კი ოთახს ცეცხლი წაუკიდეს
- +

2 ნოემბერი. 2022. 16:16

 

 

ლენტეხის მერის, გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტს ესროლეს, შემდეგ კი ოთახს ცეცხლი წაუკიდეს.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის დროს ონიანი თბილისში იმყოფებოდა.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადება-გადაზიდვა-გადაგზავნა-გასაღებასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

 

big_banner
არქივი